|
2020-08-31 15:32:52, 1409 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ხელისუფლება, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში, ისე გადაწყვეტილებების ნაწილში ბოლომდე ისმენს თითოეული მოქალაქის სატკივარს
ჩვენი ხელისუფლება, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში, ისე გადაწყვეტილებების ნაწილში ბოლომდე ისმენს თითოეული მოქალაქის სატკივარს, - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად იქცეს. „დღეს ჩემთვის პატივია წარმოგიდგინოთ ორი ღირსეული ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში. ჩვენი ხელისუფლება, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში, ისე გადაწყვეტილებების ნაწილში ბოლომდე ისმენს თითოეული მოქალაქის სატკივარს. დღევანდელი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ არავის დავტოვებთ განსაცდელში. ქობულეთი განსაკუთრებით დაზარალდა პანდემიის დროს, როგორც ინფექციის გავრცელების ნაწილში, ასევე მეწარმეებს, ფერმერებს შეექმნათ უამრავი პრობლემა. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ტარდება ღონისძიებები, რაც ჩვენს მოქალაქეებს გამოიყვანს ძალიან მძიმე გამოწვევიდან და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. მესმის, რომ არ იყო ადვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაკეტილ რეჟიმში ცხოვრება. თუმცა, თქვენი უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ჩვენი ერთიანობით ვფიქრობ, რომ ღირსეულად გავართვით ამ ყველაფერს თავი. მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთს და ქობულეთელებს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ქობულეთში დაიწყო და ბიძგი მიეცა ახალ რეალურ პროექტებს. ქობულეთი გახდება საერთაშორისო ბრენდების ქალაქი. წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით აჭარაში გაასხვისეს 4 მილიონი კვადრატი ტერიტორია. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაახლოებით 1 ლარად გაიყიდა. მათ თავი ვერ შეიკავეს და 1 ლარად გაყიდეს ჩვენი გმირი წინაპრების, იუნკერების საფლავი. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს 2012 წელს, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვით წერტილი. ჩვენ, ყველანი ვფიქრობთ აწმყოზე და, კიდევ უფრო მეტს მომავალზე. ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა ანალიზი, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, რომ მომავალში არავის არ მოუვიდეს აზრად მსგავსი პრაქტიკის მობრუნება. ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ქობულეთელ გლეხს, ფერმერს, როგორც ციტრუსის რეალიზაციაში, ასევე სხვა მოსავლის რეალიზაციაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაგრძელდეს როგორც სუბსიდირების პროგრამები, ასევე მოხდეს საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება. მადლობა თქვენი გვერდში დგომისთვის. გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და თქვენთან ერთად, 31 ოქტომბერს ვიზეიმებთ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ქობულეთის წარმატებისთვის და საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)