06:43 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 15:15:53, 1522 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ მიქელაძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ცოტნე ანანიძესთან ერთად ციხისძირში პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების" ლიდერებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა უმასპინძლა, რომელმაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მნიშვნელობას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე - დერეფნის უბანს. ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics