|
2020-08-31 11:27:36, 2424 ნახვა
ეკონომიკა
1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება
საქართველოს მთავრობისა და „ლიბერთი“ ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. შესაბამისად, 1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე http://www.myliberty.ge/, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში. რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში. მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში - გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს. „ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო. ასევე, გვინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვის ცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც“, - განაცხადა „ლიბერთი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა. შეგახსენებთ, პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეცილური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში, 20%-მდე ფასდაკლება ფარმადეპოს აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში - ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)