03:01 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 10:49:06, 2116 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში.

გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა.

„დანადგარების განახლება წარმოების გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესაბაში დაგვეხმარება. თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიოწარმოებას, არამედ იმ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისათვის ვიყენებთ", -  ამბობს მეფუტკრე თენგიზ გიორგაძე.

წლევანდელი მოსავალი უკვე მიღებული აქვთ, 5 ტონა ე.წ. მაისის თაფლი და 4 ტონა წაბლის თაფლი. რეალიზაციას ძირითადად საბითუმოდ ახდენენ, მცირე რაოდენობით საცალო გაყიდვებითაც, მომავალის გეგმებში კი, საკუთარი ეტიკეტირებით თაფლის ჩამოსხმა შედის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics