|
2020-08-31 10:33:07, 1557 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით
დარწმუნებული ვარ, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხულოში უკვე დაიწყო პროექტის, რომელიც დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში სრულად გადაჭრის წყლის მომარაგების საკითხს და ბოლომდე იქნება მიყვანილი გაზიფიცირების საკითხიც. „კიდევ ერთხელ მინდა გესაუბროთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ჩვენს განვითარების პერსპექტივებზე, რომელიც პირველ რიგში უნდა შეეხოს მაღალმთიან აჭარას და ხულოს. ეს პროგრესი მართლაც ხელშესახებია. დარწმუნებული ვარ, როგორც დღეს, ისე მომავალშიც, თითოეული ხულოელი იგრძნობს იმ განვითარებას, იმ სამართლიან პერსპექტიულ ქვეყანას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მაღალმთიან აჭარას ამ დიდ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ, დღესაც გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, გვჭირდება ნდობა, იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ის კონკრეტული საქმეები, ბოლომდე მივიყვანოთ ის გეგმები, რომლებიც გვაქვს და ჩვენმა მეგობრებმა ისაუბრეს, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, წყალმომარაგება. ვიცით, რომ ბევრ სოფელს აწუხებს წყლის პრობლემა. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წლის განმავლობაში სრულად გადაჭრის ხულოში წყლის მომარაგების საკითხს, ასევე, გაზიფიცირება იქნება ბოლომდე მიყვანილი, მომავალ წელს პრაქტიკულად ყველა სოფელში დაიწყება შიდა დაქსელვითი სამუშაოები და ყველას ექნება ბუნებრივი აირი. წელს პირველად, კურორტ გოდერძიზე მივიყვანეთ ბუნებრივი აირი, რაც არის მაღალმთიანი აჭარის, კურორტ გოდერძის და ასევე მიმდებარე ტურისტული ლოკაციების განვითარების პირობა. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ როგორც ხულოში, ისე ყველგან, მოქალაქეებს სჭირდებათ ჯანდაცვა, სოციალური მზრუნველობა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება და ხორციელდება, როგორც აჭარის მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლება და იცით, რომ ჩვენს პროფესიულ სასწავლებლებში, რომელიც ხულოში გაიხსნა უკვე არაერთი ნიჭიერი ხულოელი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო მეტად გამოადგებიან მათ ოჯახებს, მუნიციპალიტეტს და ქვეყანას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთიანობისთვის, იმ ერთიანობისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მაღალმთიან აჭარას და არის ჩვენი ძლიერი ქვეყნის, ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა. ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ ორ ღირსეულ ადამიანზე, ღირსეულ ხულოელზე და ღირსეულ შუახეველზე, რომლებმაც კარგად იციან არსებული რეალობა, იციან თქვენი გამოწვევები, თქვენი პრობლემები და ჩვენ ერთად, გუნდურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ეს პრობლემა მაქსიმალურად მოკლე დროში გადავჭრათ, გავიმარჯვოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა რიჟვაძემ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)