05:54 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 10:10:03, 4129 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერები ჩამოხსნა - პარტიის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შედგა

პარტიის სკანდალური ბანერი ბათუმის მერიამ ჩამოხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმიც შედგა.

ბანერები ჩამოხსნამდე, ერთ-ერთი ბანერი პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხიეს და ბანერის შინაარსი დაგმეს.

„დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“ - ამ წარწერით „პატრიოტთა ალიანსს“ აჭარის ტერიტორია ოკუპირებულად ჰქონდათ აღბეჭდილი.

ჩამოხსნამდე ბანერს დეკანოზი ილიაც გამოეხმაურა და პარტიას რუსული აგენტურა უწოდა. ოპოზიციაში ფაქტზე კომენტარი  ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ გააკეთეს.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, „პატრიოტები“ ტყუილით შუღლის გაღვივებას ცდილობენ, ხატია დეკანოიძემ კი პარტიის არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ  24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება.

კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics