05:23 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 15:11:26, 3414 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე - სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს.

კახიძე სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეცდომები წინა ხელისუფლებას აქვს დაშვებული, რომელიც წინა ხელისუფლების შეცდომებთან შედარებით სრულად ასიმეტრიულია.

„მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური დევნილი, რაც აქვს დადასტურებული პირდაპირ ინტერპოლის გენერალურ სამდვინოს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები შეთითხნილია. რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები აქვს დაშვებული წინა ხელისუფლებას, მაგრამ ივანიშვილის შეცდომებთან და დანაშაულებთან მიმართებაში, ჩემი აზრით, აქ არის სრული ასიმეტრია. ამავე დროს, მინდა, ყველას ვუთხრა, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ბოლო 20 წლის მანძილზე, ეს უკავშირდება 2004-2012 წლების პერიოდს, ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომები იყო დაშვებული, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არამედ წინა ხელისუფლების მიერ, მათ შორის ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ როგორც შეცდომებზე, ისე მიღწევებზე, ჩვენ გააზრებული გავაქვს წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა აქვს გააზრებული, ეს უნდა კითხოთ მას და მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics