|
2020-08-27 10:54:43, 7011 ნახვა
რეგიონი
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება
კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. ქართულ-ნიდერლანდურმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ & KSH“ კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ. „იმერეთის აგროზონის რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მისი მიზიანია, სასათბურე მეურნეობებში წარმოებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს იმპორტირებული ბოსტნეული და სხვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქტი, ასევე მოხდეს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანა. შედეგად, რეგიონში ჩამოყალიბდება 220 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სანიმუშო აგროწარმოების ზონა, რომლის წარმტების შემთხვევაში, მსგავსი მეურნეობები სხვა რეგიონებშიც შეიქმნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს იმერეთის რეგიონის მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება და აწარმოონ მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქცია. პროექტის ფარგლებში, დასაქმდება 900-ზე მეტი ადამიანი, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება იმერეთის რეგიონისთვის. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერში დაგეგმილია სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეისწავლონ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები და დასაქმდნენ სასათბურე მეურნეობებში. კლასტერის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე წვდომას. სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ქართულ-ნიდერლანდური კონსორციუმი გასულ წელს, „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შეირჩა. სასათბურე მეურნეობების კლასტერის კონცეფციის და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას „იმერეთის აგროზონის“ მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)