|
2020-08-26 18:53:30, 7300 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ბიზნესს დამატებით 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეტაპზე აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის შემსუბუქებაა. შედეგად, ბიზნესს მიეცემა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. „პანდემიის ფონზე, აქტიური გამოწვევის წინაშე დგას ბიზნესი და კერძო სექტორი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ასევე ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოხდეს იმ რეალიების გათვალისწინება, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას განაგრძოს საქმიანობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდეგ შექმნა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით რეგისტრაციის შესახებ და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთში საზღვრის კვეთის ნებართვაზე დადებითი პასუხი უკვე 2316 ზე მეტმა პირმა მიიღო. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 1333 - ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ხაზი გაუსვა ბათუმსა და ქობულეთის ბულვარში მიმდინარე უფასო PCR ტესტირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისა და პრევენციის მიზნით ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)