02:27 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 11:22:59, 18748 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 დადასტურებულთა კონტაქტია,  4 შემოტანილია, ხოლო 2 სამედიცინო პერსონალია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 4 კრიტიკულად მძიმე და 23 მძიმე პაციენტი რჩება.

„დღეს დაგვემატა 7 ახალი პაციენტი და სულ არის 1436 დადატურებული შემთხვევა. მათგან, ერთი არის დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი არის შემოტანილი, მათ შორის ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ორი სამედიცინო პერსონალია. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებიან, იყო 1 150 და იგივე მონაცემები რჩება. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია, 80 პროცენტი გახლავთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics