05:53 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 14:14:25, 1960 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანში კანდიდატის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისანში კანდიდატის წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და დანარჩენ ექვს ოლქში  საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

„იცით, რომ ამ ეტაპაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს მსჯელობა. ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. ჩვენ ვიყავით ინიციატორი იმის, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქში ვყოფილიყავით წარმოდგენილები, დანარჩენ 6 ოლქში სხვა ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულიყვნენ ერთ კანდიდატზე. თუმცა, ეს მათ ვერ შეძლეს. ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა ნიკა მელიას მხრიდან“, -  განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ისანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.  თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ ოლქში შესაძლოა საკუთარი კანდიდატი წარადგინოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics