|
2020-08-23 09:31:07, 11596 ნახვა
სპორტი
გიორგი ნემსაძე - გუნდს გულშემატკივრებისა და იმ საქმის გამო არ ვტოვებ, რაც ბოლომდე მაქვს მისაყვანი
„გუნდს არ ვტოვებ გულშემატკივრებისა და იმ საქმის გამო რაც ბოლომდე მაქვს მისაყვანი“ , - ამის შესახებ გორის „დილას“ მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი პირობებს შექმნის ის ისევ დარჩება. „საუბარი რა თქმა უნდა იყო არსებულ სიტუაციზე, გუნდს მწვრთნელი აღარ ჰყავდა და დამიკავშირდნენ. თუმცა „დილაში“ ბევრი გავაკეთე, გუნდი აქამდე მოვიყვანე და შუა გზაში არ მივატოვებდი. გულშემატკივრების რეაქციაც მესმის და სწორიც იყო, მაგრამ მათ ბევრი რამ არ იციან. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი, მათი მხოლოდ მადლიერი ვარ და შემდეგში ეგრე ვიქნები. გუნდში თითქმის ერთი წელია მოვედი და ამბიციები ხუთელში მოხვედრა იყო, თუმცა ლიდერადაც ჩამოვყალიბდით და სამეულზე მეტის შანსი გაჩნდა. შესაბამისად ამბიციებიც გაიზარდა, თუმცა ჯერ არ მიღწეულ შედეგამდე რომ ხელს არ მიწყობენ ეს გულსაც მიცრუებს. პანდემიეს შემდეგ გუნდი შევათამაშე, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატეთ და შედეგსაც ხედავთ - პარალერულად ყველანაირად ხელშემშლელი ფაქტორებია. შუა სეზონში, როდესაც მიზანთან ძალიან ახლოს ხარ, ფეხბურთელები არ უნდა გაუშვა. ეს როგორც გუნდზე, ასევე ჩემზეც მოქმედებს. სეზონი წელს ყველაზე დაძაბულია და გვაქვს შანსი გავიდეთ ევრო ტურნირებზე, თუ ეს არ არის გუნდის მიზანი და ამბიცია მაშინ ესეც უნდა ვიცოდე და ვიბრძოლებთ მარტივად დასარჩენად, ეგ არ იქნება პრობლემა. გუნდში დავრჩები სეზონის ბოლომდე და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, თუ ამის შემდეგ ხელშემწყობ ფაქტორებსა და მათ მოცემულ სიტყვას საქმეში დავინახავ კიდევ დავრჩები“ , - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)