10:37 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 11:37:08, 1665 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით შპს „კაია“-მ ახალი საწარმოო ხაზი გახსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ ახალი პროექტების დაფინასებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით  შპს „კაია“-მ ახალი დანადგარები შეიძინა და ახალი საწარმოო ხაზის გახსნის  გადაწყვეტილება მიიღო. ამით კომპანიამ საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მძიმე მრეწველობის განვითარებაში. კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სახარჯ მასალებსა და ნაწილებს. მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. ის გარდა წარმოებისა ახდენს საინჟინრო და სავენტილაციო გაყვანილობების მონტაჟს. კომპანია გარდა საკუთარი საჭიროებისა,   პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს. „კაია“- ს ბრენდის პროდუქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბიზნესის განვითარების ეტაპზე, უკვე არსებული დაფინანსების გარდა,  კომპანიას გაუჩნდა საჭიროება, საწარმოო ხაზის გაფართოებისთვის ახალი დანადგარები შეეძინა. ბანკმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა მზაობა, გვერდში დადგომოდა ბიზნესს. კომპანიამ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაწყვიტა ხელი შეეწყო  შიდა წარმოების ზრდისთვის, რაც ბანკისა და შპს „კაია“-ს პარტნიორობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად  ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული.  პროექტის საინვესტიციო მოცულობა   1 345 000 ლარია.

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და შპს „კაია“-ს უკვე მეორე წარმატებული ერთობლივი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი  წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ  წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics