|
2020-08-19 12:44:35, 15959 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ოთხი საყურადღებო წერტილი რჩება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ოთხი საყურადღებო წერტილი რჩება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საყურადღებო წერტილებად მესტიის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი. „ამ ეტაპზე ქვეყანაში საყურადღებო რჩება ოთხი წერტილი. პირველი მესტია, სადაც მოგეხსენებათ, რომ სერიოზული სამუშაოები ტარდება. მოგეხსენებათ, ლენჯერამდე და მესტიის ზემოთ სოფლების გახსნასთან დაკავშირებითა მიღებულია გადაწყვეტილება. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებულია ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება. 3509 ადამიანი იქნა გამოკვლეული თვითონ მუნიციციპალიტეტში ადგილზე, ხოლო 1246-ში შედიან პირები, რომლებსაც აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. აქედან გვაქვს 49 დადებითი შემთხვევა, 29 თავად მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა და 20 კონტაქტების კვლევისას. ამიტომ, ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება ლენჯერი, თუმცა 21 აგვისტოს 12 დღე სრულდება კარანტინის დაწესებიდან და მასიურად იქნება გატესტილი დღეს მესტიაში არსებული დაახლოებით 700 ადამიანი, ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თანდათანა დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკა. კარგია, რომ თვითონ მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილზე ტესტირებისას ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ასევე, კარგია, რომ მოსახლეობამ დამყოლობა გამოიჩინა და ვისაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, დაახლოებით 1246-მა ადამიანმა თბილისში და სხვა ქალაქებში, მიმართა სამედიცინო ცენტრებს და ჩაიტარეს ნებაყოფლობითი ტესტირება. მეორე ცხელი წერტილი გახლავთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც სულ 14 შემთხვევა გვაქვს, არ მომატებულა. ეს არის 4 ადამიანი დაკავშირებული სასაზღვრო პოლიციასთან და შემდეგ მათი ოჯახების კონტაქტები, რომლებიც არის ორ სოფელში, გარბანსა და არშაში და ასევე დაბა სტეფანწმინდაში. იქ 5 ოჯახი რჩება თვითიზოლაციაში. ასევე საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან დაკავშირებით, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია, ორი მასთან კონტაქტია დაასევე ერთ-ერთის დედა. სულ არის ხუთი ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის ერთი შემთხვევა, მაგრამ ის ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული. კლუბი ამ მომენტისთვის დაკტეილია. ზოგადად, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ქობულეთში და რეგიონში ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით. ასევე გარკვეულ საყურადღებო ადგილად რჩება ისევ გარდაბანი-ყარაჯალარი. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო ღონისძიებები იქ მოიხსნა, ჩვენ მაინც ვატარებთ ტესტირებას, თუმცა არ არის ისეთი დამყოლობა, როგორც გვინდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)