04:05 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 12:56:34, 1052 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს, საბურთალოზე კი, უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ უჭერს მხარს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში.

როგორც მელიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, საბურთალოს ოლქში ენმ საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.

„ვინაიდან საბურთალოს ოლქში არის არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატი წარმოდგენილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ, არ დავაყენოთ კანდიდატი საბურთალოს რაიონში. ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს მკაფიოდ ვუჭერთ მხარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და თავიდან ბოლომდე მას გამარჯვებაში დავეხმარებით ბატონი ვოლსკის დამარცხებაში. რაც შეეხება საბურთალოს, იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ“, -  განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics