10:49 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 15:47:25, 979 ნახვა

ეკონომიკა
აქ და ახლა „ჩირუკას“ წარმოება „თიბისის“ მხარდაჭერით ფართოვდება

თუ გამხმარი ხილი გიყვართ, სუპერმარკეტების ქსელებში „ჩირუკას“ პროდუქცია ალბათ შემჩნეული გექნებათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოყვანილ ვაშლს, ატამს, მსხალს, კომშს და ქლიავს საგანგებოდ თქვენთვის აქ, გორში „კულას“ საწარმოში აშრობენ და სარელიზაციოდ შეფუთვებში ანთავსებენ. ახლა კი უკვე „ჩირუკამ“ თიბისის მხარდაჭერით საკუთარი ახალი საწარმო ააშენა და დანადგარები შეიძინა. შესაბამისად, კომპანია უკვე შეძლებს წარმადობა გაზარდოს და ბაზარზე არსებულ მზარდ კონკურენციასას უპასუხოს.

„ჩვენი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია. დანადგარების ნაწილი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, ნაწილი კი საქართველოში შევიძინეთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ საკუთარი ხილის ბაღები გავაშენოთ და იქ მოწეული ხილის გაშრობა მოვახდინოთ, მანამდე კი საჭირო პროდუქცია მთელი საქართველოდან ჩამოგვაქვს, მაგალითად, ატამს კახეთში ვყიდულობთ და ა.შ. ჩვენთან სეზონის მიხედვით 20-დან 35 ადამიანამდეა დასაქმებული", - ამბობს დავით გოგლიძე, „ჩირუკას“ ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი.

კომპანია ხილის თითოეულ სახეობაში ყოველწლიურად 30 ტონამდე ჩირს ამზადებს და რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს. „ჩირუკას“ ბრენდის ქვეშ ჩირის გარდა რამდენიმე სახეობის ჩურჩხელაც მზადდება, ასევე, დაგეგმილი აქვთ ტყლაპის წარმოებაც.

სხვადასხვა ხილისგან დამზადებული ჩირი ერთერთ ყველაზე სასარგებლო ნატურალურ ნუგბარადაა მიჩნეული. თანაც, გამხმარი ხილი ბევრად მეტ ვიტამინს ინარჩუნებს, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახული. სწორად დაჩირვა კი ხილს ისე ინახავს, რომ მას სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს.  ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ „ჩირუკას“ ნუგბარი, დროა უკვე დააგემოვნოთ - ის მთლიანად ქართული წარმოების ნატურალური პროდუქტია. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics