|
2020-08-11 11:20:13, 1080 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხულოში ავეჯის საწარმო გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ჩართულობით შპს ტექნოჯორჯიამ ხულოში ავეჯის საწარმო გახსნა. კომპანია გარდა სტანდარტული ავეჯის წარმოებისა, მომხმარებელს პრემიუმ სეგმენტის სუფთა და მახალხარისხიანი ხის ავეჯსაც სთავაზობს. შპს ტექნოჯორჯია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს 2 საწარმოს. ერთი მათგანი ბათუმშია, მეორე კი ხულოში. კომპანია წარმოებულ პროდუქციის რელიზაციას მის საკუთრებაში არსებულ სამ მაღაზიაში ახდენს. კომპანია კორპორატულ და მსხვილ სამშენებლო კომპანიებს უწევს მომსახურებას. კომპანიას დასაქმებული ყავს 35 ადამიანი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 135 000 ევროა. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობით ხულოში შპს ტექნოჯორჯიას კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანიას ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მოგვაჩნია რომ რეგიონში ბიზნესების წახალისება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)