|
2020-08-10 15:29:52, 1302 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, რეალობა ჩვენს სურვილს დავუახლოვოთ, ყველა რეგიონის პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული - ოცნება დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანი კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია რეალობა სურვილს დაუახლოონ და ყველა რეგიონის პოტენციალი ბოლომდე აითვისონ. „2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. ამ ძალისხმევამ, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი ნაწილობრივ უკვე გამოიღო, ქართველ მეწარმეებს გახსნილი აქვთ მსოფლიოს უდიდესი ბაზრები. დღეს ქართველი გლეხის შრომით მოყვანილი და სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი ქარხნების მიერ ჩამოსხმული ღვინოები მთელს მსოფლიოში იყიდება და ადამიანის შრომა დაფასებულია. შეიძლება ჯერ იმდენად კიდევ არა, რამდენადაც ვისურვებდით, მაგრამ იმაზე უკეთ ნამდვილად არის, რაც იყო წლების წინ. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რეალობა ჩვენს სურვილს დავუახლოვოთ, ყველა რეგიონის პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ, ადამიანებს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ მაქსიმალურად მოტივირებული იყვნენ - მეტი დოვლათი შექმნან, მეტი შემოსავალი მიიღონ, რადგან თითოეული გლეხის, თითოეული ადამიანის, თითოეული ქართული ოჯახის სიძლიერე ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი სამშობლოს ძლიერებას განაპირობებს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია უმუშევარი, ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი, თუმცა ჩვენ, „ქართული ოცნების" ხელისუფლება თქვენს გვერდით ვართ და თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუსტად ისეთი ძლიერი, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს, როგორზეც ყველას, თითოეულ ქართველს უოცნებია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი, კახეთზე და კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად, თქვენი თანადგომით ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებთ ახმეტაში, ისე მოვემსახურებით, ისე განვავითარებთ ამ მშვენიერ მხარეს, როგორც გმირების სამშობლო იმსახურებს. ახმეტელებო, თქვენი თანადგომის და სამართლიანობის იმედი გვაქვს! ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის! - განაცხადა კალაძემ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)