|
2020-08-09 11:31:17, 6055 ნახვა
სამხედრო
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და თბილისის საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ. დღესვე, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ის სოფელ ტამიშში, რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალია, რომელიც სოფელ ტბეთთან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიჭრა და იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამხედროებს სამშვიდობოზე გამოჰყავდათ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)