|
2015-09-08 17:28:07, 5769 ნახვა
რეგიონი
“კავკასუს მეტალ ტერმინალი" წარმოებით არეალს აფართოებს
ბიზნესსექტორის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელი შპს ,,კავკასუს მეტალ ტერმინალი'' წარმოებით არეალსა და პარტნიორულ ურთიერთობებს აფართოებს. ამ მიზნით, დაწყებულია ტერმინალის განვითარების გეგმის რეალიზაცია. ფოთის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება, სამუშაოთა მეორე ეტაპი კი სასაწყობე შენობა-ნაგებობისა და ფართობის აგება-შემოღობვას ითვალისწინებს. დღეისათვის ტერმინალზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია. საწარმოს პერსპექტივასთან დაკავშირებით, ტერმინალის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. გაფორმდა კონტრაქტი თურქულ კომპანია ,,კარდენისთან''. პროექტი ერთწლიანია და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ,,კავკასუს მეტალ ტერმინალის'' გაფართოების პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კავკასიური მეტალის ტერმინალი 2014 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა შვეიცარული კომპანია „INDUSTRIAL MINERAL“-ის ინვესტირებით განხორციელდა. ტერმინალი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავება-ტრანსპორტირებას ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)