|
2015-09-08 16:33:12, 1219 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა
ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმრებს ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ქვედანაყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჩეხმა სტუმრებმა ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრი მოინახულეს და სამხედროების მომზადების პროცესს დააკვირდნენ. მათ IV მექანიზირებული ბრიგადის შეიარაღებაც დაათვალიერეს. „დელეგაციის წევრებს ძალიან მოეწონათ IV მექანიზირებული ბრიგადის ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი შესაძლებლობები. ჩვენი ჩეხი მეგობრები აფასებენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეაქვს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს IV მექანიზირებული ბრიგადა, რომელიც ამ კუთხით გამორჩეულია. დღესაც ამ ბრიგადის ერთი ბატალიონი თავის ამოცანებს ავღანეთში ასრულებს“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. მოგვიანებით, სტუმრებმა ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბრიგადაში გადაინაცვლეს და ქართული ავიაციის შესაძლებლობებს გაეცნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)