|
2020-08-06 12:40:18, 1292 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი: ახალი პროექტების განხორციელებისას მინიმალური უნდა იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს ღია კარიერული წესით მეორადი კვარციტული მადნის საბადოს ,,ბნელიხევის პროექტის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროექტის განხორციელებისთვის ჩატარებულ კვლევებზე, მადნის მოპოვება-გადამუშავების სქემებზე, შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაცვის სავალდებულო ღონისძიებებზე ისაუბრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ბოლო პერიოდში, მსხვილი კომპანიები სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობას. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ მათი განხორციელებისას მინიმალური იყოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი პროექტის დაწყებამდე, გარემოსდაცვითი ღონისძიებები დეტალურად გაიწეროს, რათა სამუშაოები კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარემოს დაცვის კუთხით კომპანია არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რომელიც განსაზღვრული იყო სამინისტროს მიწერილობით, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ცალკეული ვალდებულებები კომპანიას შესასრულებელი აქვს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი ესწრებოდნენ.
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)