|
2020-08-05 12:59:56, 2495 ნახვა
საზოგადოება
რა რისკებს აზღვევს ქონების დაზღვევა
ჩვენი საცხოვრებელი ბინა, მისი ღირებულების მიუხედავად, ჩვენთვის ძვირფასი ადგილია. როგორ დავიცვათ საიმედოდ ჩვენი უძრავი ქონება? ამისთვის ბინის დაზღვევა არსებობს, რომელიც ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა. ამ წინდახედული ნაბიჯით ჩვენი საცხოვრებელი ადგილი დაზღვეული იქნება ყველაზე ხშირად გავრცელებული რისკებისგან, ჩვენ კი თავიდან ავირიდებთ იმ მოულოდნელ ფინანსურ დარტყმას, რაც, როგორც წესი, ბინის შესაძლო დაზიანებას მოჰყვება ხოლმე. უძრავი ქონების ყველა მფლობელს გააზრებული აქვს, რომ რემონტის, ავეჯის თუ ტექნიკის დაზიანება დიდ დანახარჯს უკავშირდება. თუმცა თუ ჩვენ ამ რისკებს სანდო და გამოცდილ სადაზღვევო კომპანიას გადავაბარებთ, შევძლებთ, რომ მშვიდად და კომფორტულად განვაგრძოთ ცხოვრება ჩვენს საცხოვრებელ გარემოში. რას აზღვევს თიბისი დაზღვევათიბისი დაზღვევა მომხმარებელს ქონების დაზღვევისთვის სრულყოფილ ნაკრებს სთავაზობს და მასში ყველა იმ რისკს მოიცავს, რამაც შეიძლება უძრავი ქონება დააზიანოს. ნაკრების პირობებით, დაზღვევა ვრცელდება როგორც რემონტზე, ასევე ფართში განთავსებულ ავეჯსა და საყოფცხოვრებო ტექნიკაზე. ეს ყველაფერი კი ხელმისაწვდომ ფასად, თვეში 10 ლარიდანაა შესაძლებელი. უძრავი ქონების სადაზღვევო ნაკრებით დაზღვეული გექნებათ შემდეგი რისკები:
ასეთი შემთხვევები ყოველთვის დიდ ფინანსურ ზიანს იწვევს, მოულოდნელი ხარჯებისთვის კი მუდმივად მზად არავინაა. საუკეთესო გამოსავალი ქონების დაზღვევაა, რომლითაც მიყენებული ზიანი აგვინაზღაურდება. უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული სადაზღვევო ნაკრები დაგიზღვევთ დამქირავებლის მიერ გამოწვეულ დაზიანებასაც. თუ დაზღვეულ ფართს აქირავებთ, ამ შემთხვევაში ნაკრების ღირებულება თვეში 12 ლარიდან დაიწყება. როგორ შევიძინოთ ქონების დაზღვევაქონების სადაზღვევო ნაკრების შეძენას თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე შეძლებთ. ვებგვერდზე განთავსებულია კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ თავად დაითვალოთ ნაკრების საერთო ღირებულება. მის ფასს კი ორი საკითხი განსაზღვრავს - აქირავებთ თუ არა დასაზღვევ ქონებას და რამდენია დასაზღვევი ფართის კვადრატულობა. ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად დაგითვლით თქვენი ნაკრების ღირებულებას. დაზღვევის შესაძენად დაგჭირდებათ ფართის მფლობელის პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და მისამართი. რაც შეეხება ანაზღაურების პირობებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულია ლიმიტები როგორც რემონტის, ასევე ტექნიკისა და ავეჯის დაზიანებისთვის. მაგალითად, რემონტის დაზიანების შემთხვევაში, კვადრატულ მეტრზე 300 ლარამდე თანხას მიიღებთ, ხოლო ავეჯისა და ტექნიკის დაზიანებისას, 20 000 ლარამდე ზარალი ანაზღაურდება. ზიანის შეფასებისა და დათვლის შემდეგ, საერთო თანხის 5% იქნება ფრანშიზა ანუ თანხა, რომელსაც თქვენ აანაზღაურებთ. სადაზღვევო ნაკრების ყველა პირობა ვრცლადაა მოცემული თიბისი დაზღვევის მულტიფუნქციურ ვებგვერდზე, სადაც მშვიდ გარემოში, აუჩქარებლად შეძლებთ ყველა პირობის გულდასმით გაცნობას და გადაწყვეტილების მიღებას. დააზღვიეთ თქვენი ქონება გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და დაიცავით თქვენი
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)