|
2020-08-04 11:04:34, 17234 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, 2 იმპორტირებულია, 1-ის წყაროს მოძიება გრძელდება
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, 2 იმპორტირებულია, 1-ის წყაროს მოძიება გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „3 ახალი დადასტურებული პაციენტიდან, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, მათ შორის, ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთ შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებს მოძიების მიმართებაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მანვე დასძინა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაზე, 37 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა, არც გამოჯანმრთელებულები გვყოლია. გვყავს 37 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის და ასევე, საშუალოზე მსუბუქი პაციენტები“, - დასძინა ეზუგბაიამ.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)