|
2020-08-02 13:43:30, 2528 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ რამიშვილი - მასალების გადმოცემაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, შსს-ში განაცხადეს, რომ საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან
„მასალების გადმოცემაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, შსს-ში განაცხადეს, რომ საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან“ , - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას შუამდგომლობით მიმართა მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ჯერაც ეცნობიან საქმის ყველა მასალას. „რაც შეეხება ვერსიას, რაც მასმედიაში გაჟღერდა, ყველა ვერსიამ უნდა იარსებოს და ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება მომხდარზე. ოჯახის პოზიცია არის ძალიან მტკიცე და ძალიან მყარი, რომ საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. დედამ და მამამ დააფიქსირეს პოზიცია, რომ შესაძლოა, სწორედ ამის გამო ნერვიულობდა ბავშვი იმ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მისი პროფესიიდან და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ საქმის მასალას ეცნობა, რომელიც დიდია და ვერ მოასწრეს საქმის გაცნობა. საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევს“, - განაცხადა რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)