|
2020-07-27 17:34:00, 11912 ნახვა
სპორტი
ანდრეი ვატუტინი შენგელიაზე - ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ ნაკრებში არ გავუშვებთ
„სპორტული თვალსაზრისით, ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში, ნაკრებში არ გავუშვებთ" , - ამის შესახებ "ცსკ"-ას პრეზიდენტმა, ანდრეი ვატუტინმა ინტერვიუს დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას არავინ აყენებს ეროვნულ ნაკრებს წინაპლანზე და შენგელიას შემთხვევაში პირველად ხდება ასე. „ამ თემაზე საუბარი მართლაც გვქონდა და შენგელიას სანაკრებო მატჩებზე გაშვებაზეთანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღესარ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით. მომავალ სეზონში, მისთვის, სპორტულითვალსაზრისით ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაცსაქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალური ტურნირის საგზურიუკვე მოპოვებული აქვს, ამდენად, მხოლოდ რეიტინგში მდგომარეობის გაუმჯობესებასა დაახალი მოთამაშეების გამოცდაზე თუ იზრუნებს. გაცილებით მნიშვნელოვანია 2021-22 წლების სეზონი, როდესაც მსოფლიო თასის კვალიფიკაცია დაიწყება. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას ფაქტობრივადარცერთი კალათბურთელი არ სწევს წინა პლანზე სანაკრებო ინტერესებს, ჩვენ კი, შენგელიას შემთხვევაში, ასეთ რამეს პირველად წავაწყდით. ეს, თორნიკეს დიდპატრიოტიზმზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ საკითხზე ჩვენხისტი პოზიცია არასდროს გვქონია. როდესაც ეროვნული ფედერაციებიდან მოთამაშეებისგაშვების თაობაზე მომართვებს ვიღებთ, მათ ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით. უბრალოდ, აქ სხვა ფაქტორია: კალათბურთელებისთვის არსებული გრაფიკისთვისგაძლება ფიზიკურად რთულია. ხშირად, საკლუბო და სანაკრებო მატჩებს შორის შესვენებაერთი დღეც კი არაა, არადა, ამ დროში ერთი ქვეყნიდან მეორეში უნდა ჩახვიდე დააღდგენა და მომზადება მოასწრო. ამაზე ყველა ვერ წავა. ამდენად, არ ვფიქრობ, რომთოკოს შემთხვევა სერიოზული პრეცედენტი გახდება, რომელიც “სისტემას დაამსხვრევს”, - განაცხადა "ცსკ"-ას პრეზიდენტმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)