05:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 10:17:03, 1737 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

„წელს რეკორდული მოსავალი გვაქვს. დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 22 000 ტონამდეა. დღეში, დაახლოებით,  600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ  ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაცის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, წელს, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ წელთან შედარებით. ფერმერები ბაზარზე არსებული ფასით კმაყოფილები არიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics