2020-07-23 08:24:26, 1648 ნახვა
საზოგადოება
შსს - თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-მ განუცხადა.
მათი ინფორმაციით, აღნიშნუის მოზეზია ის, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა. ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით", - განაცხადა შსს-მ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),