|
2020-07-22 15:22:22, 1729 ნახვა
საზოგადოება
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოს, დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
დღეს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფს 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას. შესაბამის ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ. არასაპროექტო გრანტი გამოყენებულ იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენისთვის. აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში არის რიგით მერვე. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2006-2015 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა, დაახლოებით, 3,8 მილიარდი იაპონური იენი მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით. შეთანხმების ხელმოწერამდე, ორ მხარეს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა საგრანტო დახმარების ფარგლებში უწევს საქართველოს ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) როლს განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთები) დაფინანსების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, იაპონიის მთავრობის მიერ საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 4.2 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას. ასევე, მნიშვნელოვანია პროექტი „Clean Energy by Solar Electricity Generation", რომლის ფარგლებშიც, მზის პანელები გადაეცა და დამონტაჟდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებზე. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)