07:34 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 00:07:52, 1919 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის დედა - არავინ არაფერს მაგებინებს, დღემდე არც ერთი გამომძიებელი არ მოსულა

„არავინ არაფერს მაგებინებს, არც ერთი გამომძიებელი დღემდე არ მოსულა“ , - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ქვემო ფონიჭალის გზის გადაკეტვის შემდეგ განაცხადა.

ქვემო ფონიჭალაში თამარ ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებს გზა ისევ გადაკეტილი აქვთ.

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არც ერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",-  განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დაკარგული გოგონას ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და დახმარებას ითხოვდნენ.

ასევე პოლიციასთან დაპირისპირებსაც ჰქონდა ადგილი და დაკავებულია ერთი პირი.

ადგილზე მისული იყო ქვემო ფონიჭალის გამგებელი, რომელიც გოგონას დედას შეხვდა და გაესაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics