|
2020-07-20 23:10:08, 10650 ნახვა
სპორტი
რუსეთში კვარაცხელიაზე საუბარს არ წყვეტენ - ქართველი ფეხბურთელი ისევ საუკეთესოა
რუსეთში ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა სერგეი ეგოროვმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის რუსეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილ შემტევს ანდრეი არშავინსაც შეადარა. „სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით. თუკი რუბინის ამ ფეხბურთელის შენარჩუნება მოხერხდება, შესაძლოა, არშავინის დონის მოთამაშე მივიღოთ. ანუ, ისეთი ფეხბურთელის, რომელიც რუსეთში საუკეთესო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება. და ეს, რა თქმა უნდა, თუკი შემდგომში მას სადმე არ გაყიდიან. ჯერჯერობით კი ეს ფეხბურთელი ისეთ მოთამაშედ მოჩანს, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია“ , - განაცხადა ანდრეი არშავინსამ. რუსული მედია გამოცემების გარდა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
ასევე Football Talent Scout-ზე, ამ ვებსაიტის დამაარსებელმა იაცეკ კულიგმა ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი დრიბლინგის ვიდეო გამოაქვეყნა როსტოვთან მატჩში და განცხადებაც გააკეთა. „19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სოლო-რეიდი.როგორც ძალიან დიდი ხანის წინათ ვთქვი, საქართველოს მოთამაშეების საოცარი თაობა ჰყავს. დიდებული ქვეყანაა სკაუტებისთვის“ , - განაცხადა იაცეკ კულიგიმ. Football Talent Scout-ს ტვიტერზე 120 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და ბელგიაში ყველაზე ცნობილი საიტია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)