2020-07-18 22:34:37, 2749 ნახვა
საზოგადოება
ანა გაბეჩავას პირველი კომენტარი - დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად
„დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ანა გაბეჩავა მის პირველ ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შაქარაშვილის დაპატიჟება მისმა დაქალმა ურჩია და მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
„დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად, სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით ერთ-ერთმა ჩემა დაქალმა მითხრა - "მოდი დავპატიჟოთ გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილიო", არანაირი პრობლემა არ მქონია, სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის“ ,- განაცხადა ანა გაბეჩავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,