16:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 17:15:35, 8369 ნახვა

სამხედრო
მეორე ქვეითი ბრიგადა 28 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით,  გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. მათ, ასევე,  უწყებრივი მედლები  და სერტიფიკატები გადაეცათ.

მე-2 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. სამხედრო ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიების  აქტიური მონაწილეც არის. კოალიციური ძალების შემადგენლობაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო ოპერაციაში „თავისუფლება ერაყს“. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები დღემდე მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics