11:39 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 13:17:42, 4622 ნახვა

ეკონომიკა
STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

2020 წლის 30 ივლისს,  Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ  შეჯიბრის  - “Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას  - „Black Sea and Beyond Regional Competition”. 

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ,,ნეთვორქინგის“ შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილოების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgiaღონისძიება კომპანია „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით იმართება.

„Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ. 

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოში ახალი და წამყვანი მეწარმეების აღმოჩენას და შექმნას მათი ერთ სივრცეში თავმოყრის უპრეცედენტო შესაძლებლობა. ფინალისტები ერთმანეთს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო უნიკალური გზების შექმნაში შეეჯიბრებიან.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics