|
2020-07-14 15:33:24, 1211 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის გაგრძელება არავითარ რისკებს არ შეიცავს
„ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით”, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მსჯელობენ. კანონპროექტი 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადება, მარტიდან მოყოლებული, არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით თავის დროზე, არამედ მარტიდან მოყოლებული, როდესაც მიიღებოდა სხვადასხვა ტიპის ზომები პანდემიასთან საბრძოლველად. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ იყო აბსოლუტურად ყველა ზომა, რომელიც იქნა მიღებული პანდემიის წინააღმდეგ და ბოლოს როგორც გაირკვა, თითოეული ეს ზომა აღმოჩნდა არა მარტო ეფექტიანი, არამედ აუცილებელიც იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და ეს შედეგი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთგვარი მწვანე კუნძული როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში და მსოფლიო მასშტაბითაც კი, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაცემები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მიღწეული შედეგების შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. „ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მინიმალური შეზღუდვების ძალაში დატოვება, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკიდურესი ზომაა. ამ შემთხვევაში, გვაქვს იმის საშუალება, რომ არ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, მათ შორის, საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს და შედარებით რბილი ზომებით, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა და შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც დღესაც არის ჩამოყალიბებული”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონით საქართველოში 15 ივლისამდე დიქტატურა მყარდებოდა. დეპუტატის თქმით, ეს სრული აბსურდი და ნონსენსია. „ნახეთ, რომ 15 ივლისამდე საქართველოში არავითარი დიქტატურა არ დამყარებულა და უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ ვერავინ ვერ ახსენებს ვერცერთ შემთხვევას, ერთ შემთხვევასაც კი, სადაც ამ კანონის საფუძველზე ვინმეს ადამიანის ძირითადი უფლება არაკონსტიტუციურად შეეზღუდა. ასეთი არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ყველა შემთხვევა იყო აბსოლუტურად რაციონალური და აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია ამ კანონით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნისთვის. შესაბამისად, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)