|
2020-07-13 19:26:41, 10334 ნახვა
სპორტი
რატომ არა NBA და რატომ რუსეთი - ვიქტორ სანიკიძე შენგელიას ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
საქართველოს კალათბურთს ნაკრების ყოფილმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თორნიკე შენგელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა. კალათბურთელის თქმით შენგელიათი NBA-ის გუნდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი ევროლიგის სხვა გუნდსაც სურდა. "ცალსახად ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თორნიკეს ტრანსფერს ბევრი ნიუანსი ახლავს. მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან და ლოგიკიდან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო თუ რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. თორნიკემ თავისი შესაძლებლობები 'ბასკონიაში' ამოწურა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო კი "ბასკონიაში" ახალი გუნდის შექმნას გეგმავენ. თორნიკემ დაამტკიცა, რომ ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია და ახლა მას ტიტულები სჭირდება. ყველა ადამიანს თავის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა სჭირდება. ევროლიგაში 4 ან 5 გუნდია, რომლებსაც ევროლიგის მოგება შეუძლიათ. ასეთი გუნდებია "ბარსელონა", "რეალი", "მილანი". შენგელია "მილანის" ვარიანტს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში იტალიურმა კლუბმა თანხის გადახდა ვერ შეძლო, "მილანის" ბიუჯეტი დიდი არაა. ასევე ვიცი, რომ NBA-ს რამდენიმე კლუბს თორნიკე შენგელიას გადაბირება სურდა, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიის გამო არ გამოვიდა. NBA თვის ბოლოს განახლდება, შემდეგ დრაფტი უნდა გაიმართოს და დრაფტის მერე უნდა გამართულიყო თორნიკესა და NBA-ს გუნდებს შორის მოლაპარაკება, პარალელურად კი ევროპაში სეზონი დაწყებული იქნება. ამიტომ არ გამოვიდა შენგელიას NBA-ში ტრანსფერი. მეც ვთამაშობდი ყაზანის 'უნიქსში.' კლუბს მოსკოვის ბანკი აფინანსებდა. მაშინ ჩავეძიოთ მოსკოვის ბანკი ვისია. მაშინ გავალთ იქამდე, რომ ნებისმიერი საფეხბურთო თუ საკალათბურთო კლუბი რუსეთის ხელისუფლების მიერ ფინანსდება" , - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)