2020-07-13 17:15:49, 1397 ნახვა
საზოგადოება
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
მისი თქმით, გატაცებულს აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობა წვივის არეში.
„ოჯახს ჩვენ მივაწოდეთ ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაცია. კერძოდ, ზაზა გახელაძე იმყოფება ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცეცხნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული წვივის არეში“, - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან, რუსმა ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან