03:26 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 12:58:25, 1546 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - თუ ეპიდსიტუაცია გართულდა, ონლაინ სწავლის რეჟიმში დავრჩებით

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დასახვეწად მუშაობს.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. დღეს ჩვენ ვმუშაობთ დამატებით იმასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნება შენარჩუნებული ისეთი, როგორიც არის დღეს, სასწავლო პროცესს აღვადგენთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა.

„ნებისმიერ ტალღას, იყო ეს მეორე, მესამე თუ პირველი, საფრთხე არის შემდეგი, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება, რისთვისაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ყველა სხვა უწყება მუშაობს კოორდინირებულად. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდსიტუაციას, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია და ვთვლით, რომ შემდგომშიც გავაგრძელებთ იმ მუშაობას, რის შედეგადაც ვეცდებით, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ინფექციის გავრცელება საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics