15:21 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 14:46:57, 2578 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით მოემატებათ

„სიმბოლურია, რომ დღეს მე თქვენს გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა პირადად გითხრათ, რომ დღეიდან  სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, რომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს ექიმებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან 30 ლარით იზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია. ასევე, 1 ივილისიდან I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ბავშვებს სოციალური პაკეტი დამატებით 30 ლარით ეზრდებათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს რაიონული შენობები გახსნა და სასწრაფოს მედპერსონალთან შეხვედრა გამართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics