|
2020-07-01 12:16:40, 2008 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საცხოვრებელი ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 102 ოჯახს გადაეცემა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები, ჯამში, 102 დაზარალებულ ოჯახს გადასცეს. თბილისის მერის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების მიღების მომლოდინე ოჯახების რიგითობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღრება. დაზარალებულები თავიანთი სოციალური მდგომარეობის შეფასებას ჯანდაცვის სამინისტროში შეძლებენ. „კოოპერატიული მშენებლობით 3 000-ზე მეტი ოჯახი დაზარალებულად არის ცნობილი. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დანაპირებს შეუსრულებს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ კონკრეტული ტერიტორიები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს, გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა, რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები, რომელიც დაზარალებულებისთვის განკუთვნილ ფართებს ააშენებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ჯამში, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 610 წევრი და მათი უფლებამონაცვლე პირი. კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ პერიოდში, ჯამში, განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი; სანებართვო ეტაპზე - 8, ხოლო მშენებლობის ეტაპზე - 4 პროექტია; ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 12 პროექტზე; 5 პროექტზე მიმდინარეობს ფართებით დასაკმაყოფილებელ პირთა დოკუმენტაციის დამუშავება; 2020-2021 წელს მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ფართებით დამატებით, დაახლოებით, 700 პირი დაკმაყოფილდება.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)