17:08 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 22:15:56, 1876 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია სიცრუის მანქანებზე აგებს თავის კამპანიას, არცერთი საგნობრივი თემა დღეს მათგან არ მოგვისმენია

„ოპოზიცია სიცრუის მანქანებზე აგებს თავის კამპანიას, არცერთი საგნობრივი თემა დღეს მათგან არ მოგვისმენია“ ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კურსი არის პროდასავლური და ეს ქვეყნის განვითარების პერსპექტივაა.

„ყველა ნაბიჯი არის დასავლეთისკენ და ეს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვწამს, ეს არის ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების შეუქცევადი გზა, ამიტომ ვართ ჩვენ პროდასავლელები, ამიტომ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ეს ნება ურყევი იყოს და არასდროს არ მოიფიქრონ ასეთმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომ გადაუხვიონ ამ კურსს. ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ჩვენ აქ ვხედავთ და ამიტომ ვსაუბრობთ ამაზე.

ქართულ საზოგადოებას არ და ვერ მოატყუებს ვეღარავინ ვეღარასდროს, იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე მხილების კამპანიაც კი უნდა დავიწყოთ. როდესაც ფეიკ ნიუსებზე იყო საუბარი და შარშანაც ბატონმა გიორგიმ ილაპარაკა ამ ტრიბუნიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის, ფეიკზე აგებენ ამ თავის სიცრუის მანქანებზე აგებენ მთელ კამპანიას და არცერთი საგნობრივი თემა ჩვენ დღეს არ მოგვისმენია",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
ირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ
კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი
კობახიძე – კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics