|
2020-06-26 19:23:29, 2014 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა
გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ელჩების განცხადებები ვერ გაიგეს. “სანამ გერმანიის ელჩი ამ განცხადებას გააკეთებდა, საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების არაერთი განცხადება. თავიდან იყო ზოგადი მინიშნებები, შემდეგ ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება, სადაც შეთანხმების ე.წ. მეორე ნაწილთან დაკავშირებით იყო კონკრეტული მინიშნება, რომ ეს არის განგრძობითი პროცესი - ანუ პოლიტიკის ჩაურევლობა მართლმსაჯულებაში. შემდეგ იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც კონკრეტული ციფრი მიუთითა - 142. ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაითვალა და ყველას მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიეღოთ, მხარი დაეჭირათ კონსტიტუციური კანონის პროექტისთვის - ანუ, შეთანხმების პირობები შეესრულებინათ სრულად. ეს ყველაფერი მათ ვერ გაიგეს და როგორც ჩანს, დღესაც არ აპირებენ გაგებას, როდესაც, გერმანიის ელჩი იძულებული გახდა, კონკრეტულად, კიდევ უფრო დაზუსტებით და ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა, არც სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმარი და არც მართლმსაჯულებაში რაიმე ჩარევაზე იყო საუბარი. მან მიუთითა, რომ შეთანხმების პირობა არ იყო ეს, ამით ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელსაც ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სამეგობრო კრიმინალური დაჯგუფებების სახით უკვე გარდაქმნილი ე.წ. ოპოზიცია” ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩმა საქართველოში მკაფიოთ გამოკვეთა, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუა არ იყო.
ირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ
კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი
კობახიძე – კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა
TBC-ში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მორიგი მასშტაბური კამპანია მოამზადა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)