17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 13:12:23, 1497 ნახვა

საზოგადოება
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო.

სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში, გაეცნონ  სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს, შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ ღონისძიებებში.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე, სადაც 3 კვირის განმავლობაში  სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე გაიმართება დისტანციური შეხვედრები, ონლაინ სემინარები. ეკოლიდერები კვალიფიციური ადამიანიების დახმარებით გაეცნობიან პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებენ პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიიღებენ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ეკოლიდერთა სკოლა  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ საქართველოს ბიომრავალფეროვნების როლი და გაეცნობიან ბიომრავალფეროვნების  დაცვის მექანიზმებს, მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გარემოსდაცვითი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნობიან გარემოსდაცვითი პროფესიების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო საგანმანათლებლო ღონისძიებებს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics