|
2020-06-24 11:44:52, 1493 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარების პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს, პირველი ეტაპი კი უკვე დასრულებულია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კონკრეტული ადგილის განვითარებისთვის საჭირო კონცეფციის შექმნის პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული. „ყველა ხედავს ჩვენს მიდგომას, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა - გამგეობების მხრიდან სკვერების რეაბილიტაცია, არსებული პარკების განახლება-მოწესრიგება, ახალი პარკების მშენებლობის დაწყების პროექტების შექმნა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით სასიამოვნო გარემოში დაისვენონ. გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რათა ტბასთან რეკრეაციული მწვანე სივრცე შეიქმნას. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული. მუშავდება ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადგილის განვითარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ მოეწყობა ისეთი პარკი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადმიანისთვის მიმზიდველი იქნება. „ტერიტორია საკმაოდ დიდია - დაახლოებით, 37 000 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოს ისეთი პარკი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე იქნება - სპორტული მოედნებით, სასეირნო და ველობილიკებით, ახალი ხე-მცენარეებით. როდესაც პროექტი უკვე საბოლოოდ წარმოდგენილი იქნება, უშუალოდ მის განხორციელებას დავიწყებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)