|
2015-01-27 23:51:39, 1875 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე: ცინარიძე პოლიციას არცხვენს
"ცინარიძე პოლიციას არცხვენს,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ "რუსთავი2" გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა სკანდალურ ვიდეოჩანაწერს, სადაც მოქალაქე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება და სამსახურიდან ათავისუფლებს. გივი თარგამაძის განცხადებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს თანამდებობაზე დარჩენის არანაირი უფლება არ აქვს. "ვინ არიან შსს-ში თანამდებობებზე, ვინ დანიშნა ისინი? ესენი ხომ ღარიბაშვილმა ივანიშვილთან შეთანხმებით დანიშნა და გამოიყენა. ახლა ჭიკაიძეზე შეიწმინდეს ხელი. ჭიკაიძე ვისი კადრი იყო? სწორედ ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა დაუკარგეს რეპუტაცია სამართალდამცავებს და ჩამოშალეს სისტემა. გამოახრევინეს სისტემა კახური კლანის წევრებს," - განაცხადა გივი თარგამაძემ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)