|
2020-06-16 10:53:23, 1247 ნახვა
საზოგადოება
თიბისი დაზღვევა - 1 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე
12 000-ზე მეტი დაზღვეული 101 კომპანიიდან, 3 მილიონ ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი - ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან ზუსტად 1 წელიწადში. თიბისი დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო მსხვილი და საშუალო კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია, შესაბამისად, სეგმენტიც საშუალო და მაღალი ანაზრაურების მქონე აუდიტორიაა. პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია: · მომსახურების სისწრაფე - რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება; · სიმარტივე - ციფრული სერვისები: ვებ-გვერდი და ბი-ბოტი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს. · დაზღვეულზე ზრუნვა - ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება. 1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტით 12 000-ზე მეტ დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. თიბისი დაზღვევა მოქალაქეებს არამარტო უმარტივებს ცხოვრებას, არამედ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. „როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვება დავაანონსეთ, მაშინვე ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული გეგმა და დაპირება მომხმარებლებისათვის. მათ შორის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის სერვისი, ციფრული არხების მრავალფეროვნება და ფართო პროვაიდერული ქსელი. დღეს სამივე მიმართულებით წარმატებულები ვართ. ამაზე მეტყველებს სერვისის სიმარტივითა და სისწრაფით ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილება, ასევე ორი ტიპის ციფრული პლატფორმის - ვებ-პორტალისა და ბი-ბოტის სრულფასოვანი მუშაობა, რასაც ზაფხულში მობილური აპლიკაციაც დაემატება. ჩვენი პროვაიდერების ქსელი მთელ საქართველოს ფარავს და 250-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად კლინიკას აერთიანებს. აპრილში პროვაიდერების სიას ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კლინიკა - „რეიმანიც" დაემატა", - თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)