|
2020-06-16 10:30:10, 1346 ნახვა
საზოგადოება
GCF პროექტის ფარგლებში შეხვედრა მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორებთან
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის (GCF) პროექტის ფარგლებში რეგიონულ კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორები ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნებს, ამოცანებს და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, რაც გულისხმობს როგორც მრავალმხრივი საფრთხების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებას, ასევე საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირებას. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ადგილობრივი მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მედიის და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში. პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და (UNEP) - ს სფეროს სხვა ექსპერტები. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, ზვავისაგან, გვალვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა ბუნებრივი საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)