|
2020-06-15 14:18:49, 17526 ნახვა
ომი უკრაინაში
ორივე სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 24 საათში დაუდასტურდათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა
ორივე სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 11 მედიკოსია. მისი თქმით, მედიკოსთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „26 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდანაა და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის გახლავთ დისტრესინდრომით, მძიმე პნევმონიით, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში. რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ახლა 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი 3-ის კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. ფაქტია, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც მძიმე პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)