2020-06-14 16:15:06, 1378 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა
8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.
„ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა.
2019 წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),