|
2020-06-13 21:20:58, 1434 ნახვა
საზოგადოება
გახარია - 13 ივნისი არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის
ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს , - ამის შესახებ "მზიურის პარკის" გახსნაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ როგორც გახარიამ აღნიშნა, 13 ივნისის მსგავსი გამოწვევების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. „ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს. ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი. დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა. 2015 წელი, 13 ივნისი - ეს დღე ყველას გვახსოვს, ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს,რა მძიმე იყო პირველი წუთები, იმის გააზრება, რა მოცულობის და მასშტაბის იყო ეს სტიქია. ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიაზრა. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სტიქია,რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენი 2 მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული ზარალი. მინდა აღვნიშნო ზურა მუზაშვილი, მაშველი, გმირი ადამიანი, რომელმაც 8 მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ ის თავად დაიღუპა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ეს სახელი და ეს ადამიანები. ეს არის უდიდესი ტკივილის დღე,მაგრამ როგორც ქართველებს გვჩვევია, სანამ რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით. ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი. ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს.ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი. 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის. ეს ის თაობა იყო, რომელმაც აჩვენა სასწაული ორგანიზებულობა, ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც არავინ ელოდა. ეს ახალგაზრდები დაორგანიზდნენ და გააკეთეს საქმე, ის საქმე, რომელიც თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს უნდა გაეკეთებინა, ამიტომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო.ეს ის თაობაა, რომელმაც სულ ახლო მომავალში, ამ ქვეყნის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს. ისეთი გამოწვევების, ისეთი პრობლემების, პრობლების, როგორიც იყო 13 ივნისი და როგორც ვიბრძვით ჩვენ დღეს, ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, წარმატებული თაობები და მე დარწმუნებული ვარ, ეს ის თაობა იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაშ თავის სიტყვას იტყვის. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ და იმედი გამოვთქვა, რომ ის ყველაფერი, რაც ამ 5 წლის განმავლობაში გაკეთდა, ასეთ დიდ რისკს ამ ქალაქს აარიდებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა. დაიღუპა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)